მსოფლიო
რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 9-დან 8 ადამიანი ემხვერპლა, გადარჩა მხოლოდ 4 წლის ბავშვი
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკთან, დასახლება ნელკანთან თვითმფრინავი Л-410 ჩამოვარდა, იქ მყოფი 9 ადამიანიდან 8 დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ 4 წლის ბავშვი. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.
„არის ინფორმაცია თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. ჩამოვარდა დაახლოებით 13 საათზე. იქ იყო 7 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი. მხოლოდ 4 წლის ბავშვი გადარჩა“, - უთხრა რუსულ გამოცემას აიანო-მაისკის რაიონის ხელმძღვანელმა ალექსეი ივლიევმა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის მუხლით „უსაფრთხო მოძრაობის წესების დარღვევა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია, რომელსაც გაუფრთხილებლობის გამო მოჰყვა 2 ან მეტი ადამიანის სიკვდილი“.
გამოძიება ავიაკატასტროფის სამ სავარაუდო მიზეზს განიხილავს: უამინდობა, პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა. დაგეგმილია იმ ავიაკომპანიის შემოწმება, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნოდა.
16 ნოემბერი გლოვის დღედაა გამოცხადებული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


