მსოფლიო
რუსეთში, შესაძლოა, რადიო თავისუფლების საქმიანობა შეზღუდონ
რუსეთში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისა და ტელეარხ „Настоящее время“-ის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისი გაფრთხილება მედიასაშუალებებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოთხშაბათს რუსეთის სახელწმიფო სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც დაშვებულია უცხოეთის მედიასაშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება.
უწყებას არ დაუზუსტებია, რა ზომებს მიმართავს, თუკი მედიასაშაულებების საქმიანობის შეზღუდვას გადაწყვეტს.
სათათბიროს მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი უცხოური სტრუქტურა, რომელიც „ავრცელებს პირთა შეუზღუდავი წრისთვის ბეჭდურ, აუდიო-, აუდიოვიზუალურ და სხვა ტიპის მესიჯებსა და მასალებს“, შეიძლება გამოცხადდეს „უცხოეთის აგენტად“, თუკი უცხოეთიდან აფინანსებენ. ცვლილებები არ ვრცელდება რუსულ მედიასაშაულებებზე, მაშინაც კი, როცა მათი ერთ-ერთი მფლობელია უცხოელი.
რუსი დეპუტატების მტკიცებით, ეს კანონი არ შეუშლის ხელს უცხოური მედიის მუშაობას რუსეთში.
უცხოური მედიასაშუალებების მიმართ ზომების გამკაცრების ინიციატივა დაამტკიცეს კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხ Russia Today-ის განცხადების შემდეგ, რომ ის შეასრულებს აშშ-ის მთავრობის მოთხოვნას და „უცხოური აგენტის“ სტატუსით დაარეგისტრირებს თავის ადგილობრივ ფილიალს.
14 ნოემბერს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები Russia Today-ის რეგისტრაციის შესახებ. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ მათი კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ მკვეთრად განსხვავდება რუსულისგან და არანაირად არ ზღუდავს ინფორმაციის თავისუფლებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


