მსოფლიო
რუსეთში მომხდარი ტერაქტების სტატისტიკა
სანქტ-პეტერბურის მეტროპოლიტენში, დღეს მომხდარი ორმაგი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 50.
მომხდართან დაკავშირებით BBC-ს რუსულმა რედაქციამ ბოლო წლებში რუსეთში მომხდარი ტერაქტები გაიხსენა.
2009 წლის 27 ნომემბერს - მატარებელი „ნევსკი ექსპრესმა“ კატასტროფა განიცადა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. შემთხვევის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 90-მდე დაშავდა.
2010 წლის 29 მარტი - მოსკოვში თვითმკვლელმა ქალებმა აფეთქებები მეტრო „ლუბიაკნასა“ და „პარკ კულტურეში“განახორციელეს. დაიღუპა საერთო ჯამში 41 ადამიანი, 85 დაშავდა.
2010 წლის 26 მაისი - სტავროპოლში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაიღუპა 8, დაშავდა 57 ადამიანი.
2010 წლის 9 სექტემბერი - ვლადიკავკაზის აგრარული ბაზრის მახლობლად, თვითმკვლელვა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. დაიღუპა 17, დაშავდა 158 ადამიანი.
2011 წლის 24 იანვარი - მოსკოვის აეროპორტ „დომოდედოვოში“ თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 130 კი, დაშავდა.
2013 წელს სამი აფეთქება მოხდა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. 21 ოქტომბერს - სამზაგვრო ავტობუსის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.
29 დეკემბერს- აფეთქება ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურზე მოხდა, 18 დაღუპული.
30 დეკემბერი - აგრარულ ბაზართან ტროლეიბუსი ააფეთქეს. 16 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.
2014 წლის 4 დეკემბერს - გროზნოზე თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, დაშავდა 40, 11 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
2017 წლის 24 მარტი - თავდასხმა როსგვარდიაზე ჩეჩნეთში. ლიკვიდირებულია 6 თავდამსხმელი, მოკლულია 6 სამხედრო მოსამსახურე.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


