მსოფლიო
რუსეთმა ვერ უზრუნველყო ბესლანის ტერაქტის დროს მძევლად აყვანილი ხალხის სიცოცხლის დაცვის უფლება - ევროსასამართლო
ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 2004 წლის ბესლანის ტრაგედიის შედეგად დაშავებული ადამიანების სარჩელი, ვინც ამ მოვლენებისას ახლობელი დაკარგა ან მძიმე დაზიანებები მიიღო.
სასამარტლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მეორე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვას. ასევე დადგინდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, თავიდან აეცილებინა ბესლანის პირველ სკოლაზე მომხდარი ტერორისტული აქტი. გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს შეფასებით, რუსეთის სპეცნაზმა ძალას გადაამეტა და სკოლაზე იერისისას ვერ მოახერხა შესაძლო მსხვერპლთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება.
ევროსასამართლომ უარი თქვა რუსეთისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებისგან, სამაგიეროდ, მან დააკისრა რუსეთის ფედერაციას, რომ მოსარჩელეებს გადაუხადოს 3 მილიონი ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. 10 ათას ევროს მიიღებენ ტერაქტის დროს დაღუპულთა ახლობლები. თანხა გადანაწილდა დააზიანებების სიმძიმის მიხედვითაც, 7 ათასი ერგება მძიმე დაზიანებების მქონე პირებს, 5 ათასი - საშუალო დაზიანებებისთვის, ხოლო 3 ათასი - უმნიშვნელო და მსუბუქი დაშავებისთვის.
სულ ბესლანის ტერაქტის გამო რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 409 ადამიანის სარჩელი შევიდა. ევროსასამართლოში პირველი სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 2014 წელს ჩატარდა.
2004 წლის 1-ლ სექტემბერს ჩეჩენმა ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს ქალაქ ბესლანის ნომერ პირველ სკოლაში შეკრებილი 1128 ადამიანი. დაკავებულებმა სამი დღე გაატარეს სკოლაში. ორი დღის შემდეგ რუსულმა სპეცნაზმა და სამართალდამცავებმა იერიში განახორციელეს სკოლაზე, რომლის შედეგად 334 ადამიანი დაიღუპა, აქედან 186 ბავშვია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


