მსოფლიო
რუსეთმა სირიაში „მიწის გადაბუგვის“ ტაქტიკა გამოიყენა -ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის ჯონ ბრენანის განცხადებით, რუსეთმა სირიაში „მიწის გადაბუგვის“ ტაქტიკა გამოიყენა, რამელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გამოიწვია.
ამის შესახებ ბრენანმა PBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, სირიაში შექმნილი ვითარება გაუჯებესდებოდა თუ არა, თუ მასში ამერიკა ჩაერთვებოდა? ჯონ ბრენანი პასუხობს, რომ „ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც სირიაში მოხდა“.
„მოვლენების შეცვლის შესაძლებლობა რომ იყოს, არამარტო ამერიკა, არამედ სხვა ქვეყნებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“, „ჯაბჰათ ან-ნუსრამ“ და „ალ -ყაიდამ“ ძალის მოკრება ვერ შეძლონ“,-აღნიშნა ჯონ ბრენანმა.
მისივე თქმით, რუსეთმა სირიის მთელი ოპოზიციური სპექტრი ტერორისტებად აღიქვა.
„ამიტომაც, გადადგა ის „გაბედული“ ნაბიჯები, ჩემი აზრით,განახორციელა უგუნური სამხედრო ქმედება, რომელმაც სირიელების მასობრივი სიკვდილი გამოიწვია“,-აღნიშნა ცენტრალუ სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, სირიაში რუსეთის ქმედებას „შესაძლოა ვუწოდოთ „მიწის გადაბუგვის“ ტაქტიკა, რომელმაც მასობრივი ნგრევა და ასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.
„მსგავს რაღაცას ამერიკა არასდროს იზამდა, რომელიმე აღნიშნულ კონფქტიქტში“,-ხაზი გაუსვა ჯონ ბრენანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


