მსოფლიო
რუსეთმა საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს - მაიკ პენსი
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვთან დიალოგისთვის საერთო პოზიციების ძებნაშია.
ამასთან, როგორც პენსმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთმა საერთაშორისო არენაზე საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს.
პენსმა აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას მოითხოვს.
„ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს და მოვითხოვოთ მინსკის შეთანხმების შესრულება, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობას ჩაცხრეს“,-აღნიშნა პენსმა.
გარდა ამისა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ნატოს საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამერიკა ალიანსს მხარს გაბედულად დაუჭერს.
ევროპელ ლიდერებს კი მოუწოდა, ალიანსის ფარგლებში, თავდაცვაზე ხარჯი გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსის თქმით, დაბალი დაფინანსება ორგანიზაციის საფუძველს ჩამოშლის.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


