მსოფლიო
რუსეთმა ყირიმის ანექსიის გამო უკრაინელ ინვესტორებს 159 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს
ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ უკრაინელი ინვესტორის სარჩელის საფუძველზე მიიღო. მოსკოვმა 18 უკრაინულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს 159 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, რადგან მათი ქონება ანექსიის შედეგად ჩამოართვეს. მოსარჩელეთა შორის იყო ტელერადიოკომპანია „Жиса“, რომელიც შედის "1+1“-ის მედიაჯგუფში.
ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, როცა რუსეთს ავალდებულებენ, ანექსიის გამო კომპენსაცია გადაიხადოს.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა დაარღვია კანონი, როცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2014 წლის 21 მარტს ყირიმის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
2017 წელს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ ყირიმში მდებარე ქონების გარშემო დავები მის იურისდიქციაში შედის. მოსკოვმა სასამართლოს იურისდიქცია არ აღიარა და რუსეთის წარმომადგენელი საქმის მოსმენებს არ ესწრებოდა.
საქმის არსებითი განხილვა 2017 წელს შედგა. ამის შემდეგ სასამართლომ მხარეებს საკუთარი პოზიციის წერილობით დაფიქსირება სთხოვა. მომჩივანმა მხარეებმა მოსამართლეებს განმარტება ერთობლივად წარუდგინეს, რუსეთმა კი არა.
საარბიტრაჟო სასამართლო სამი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან შედგება, ამასთან კრემლმა საკუთარი წარმომადგენლის წარდგენაზე უარი თქვა, რის გამოც ის ჰააგაში დანიშნეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


