მსოფლიო
რუსეთმა კავკასიაში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო
რუსეთმა, ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 2,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ასევე, უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება.
ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა.
„სწავლება 58 არმიის მონაწილეობით იმართება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაშია დისლოცირებული. ისინი საველე გასვლებს შეუდგნენ. სწავლებაში სულ 2,5 ათასი სამხედრო მონაწილეობს და 500-მდე სარაკეტო-საარტილერიო შეირაღება, ასევე სამხედრო და სპეციალური ტექნიკაა ჩართული“,- განაცხადა ასტაფიევმა.
მისი თქმით, სწავლებაში გამოიყენება 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცები, რეაქტიული სისტემა „Торнадо-Г“ და „Ураган“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „Штурм-С“ და 120-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი.
მისივე თქმით, ცეცხლის კორექტირებისთვის აქტიურად უპილოტო საფრენი აპარატები იქნება გამოყენებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


