მსოფლიო
რუსეთის უშიშროების სამსახური: რუსმა ძალოვანებმა მოსკოვში ტერაქტების სერიის არიდება მოახერხეს
რუსმა ძალოვანებმა, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მეათე სართულზე მდებარე ბინიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს და გააუვნებელყვეს.
ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა. ძალოვანებმა სახლიდან 145 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, აქედან 19 ბავშვი იყო, - წერს რუსული მედია.
როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, მათ დივერსიიულ-ტერორისტული ჯგუფის სამომავლო ქმედება აღკვეთეს.
მათივე თქმით, ჯგუფის ოთხი წევრი, რომელიც სამი ტაჯიკეთის მოქალაქეა და ერთი მოლდოვეთის, დაკავებულია.
„დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის ქმედება აღიკვეთა. მათ შეამდგენლობაში ტაჯიკეთის მოქალაქეები და მოლდოვეთის ერთი მოქალაქე შედიოდა. ისინი მოსკოვში რეზონანსული ტერაქტების სერიის განხორციელებას გეგმავდნენ. ამისთვის კი, დიდი ოდენობით თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას აპირებდნენ. ტერაქტები თურქეთში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ემისარის მითითებით უნდა განხორციელებულიყო“,-განაცხადეს რუსეთის უშიშროების სამსახურში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


