მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უარყოფს ინფორმაციას, რომ ხაბაროვსკელი თავდამსხმელი ISIS-თან არის კავშირში
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხაბაროვსკში ფსბ-ს შენობაში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს არ ადასტურებს.
ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ თავდამსხმელი ნეონაცისტური შეხედულებების იყო და „სხვა ეროვნების ადამიანები“ ეზიზღებოდა.’
„ამასთან, გამოძიებას არ აქვს საფუძველი დააკავშიროს თავდამსხმელი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა მიიწერა“,-აღნიშნა პეტრენკომ.
გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცი, რომ ხაბაროვსკში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
შეგახსენებთ, რომ ხაბაროვსკში, გუშინ, ფსბ-ს სამამმრთველოს შენობაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მისაღებში მყოფი ადამიანების მისამართით სროლა გახსნა.
შედეგად, უწყების ერთი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი მოქალაქე დაიჭრა.
თავდამსხმელი კი, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


