მსოფლიო
რუსეთის პროკურატურა შაქრო კალაშოვისთვის 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
რუსეთის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს (იმავე შაქრო „მალადოის“) 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.
ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა კრიმინალური ავტორიტეტისთვის 700 000 რუბლის ჯარიმის დაწესება.
შაქრო კალაშოვის კრიმინალური ბანდის საქმეს მოსკოვის ნიკულინის სასამართლოში განიხილავენ. ბრალდების მტკიცებით, სასამართლოს გზით სრულიადაა დამტკიცებული კალაშოვისა და მისი 12 თანამზრახველის დანაშაულებები. კალაშოვის დაჯგუფება ქონების ჩამორთმევითა და გამოძალვით იყო დაკავებული.
ბრალდების მხარემ შაქროს ჯგუფის თითოეული წევრისთვის 7.5-დან 9.6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ასევე 300-700 000-რუბლიანი ჯარიმების დაკისრება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, საქმეში გამოძალვის ორი ეპიზოდია, კერძოდ, რესტორან Elements-ის მფლობელ ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვა და ბიზნესმენ ლევ გარამოვისგან 10 მილიონი რუბლის გამოძალვა.
კალაშოვი ჟანა კიმისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 2016 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს. 2015 წლის დეკემბერში „საქმის გარჩევის“ დროს ჟანა კიმის რესტორანთან სროლა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კალაშოვი დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური 2013 წელს, ასლან უსოიანის, იგივე „კანონიერი ქურდის“ „დედ ჰასანის“ გარდაცვალების შემდეგ გახდა. შაქრო „მალადოი“ ხელმძღვანელობას უწევდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. ბრალდების მხარის ინფორმაციით, შაქრო კალაშოვი ასევე ფლობდა „ქურდულ საერთოს“, სადაც დაჯგუფების წევრები ფულს რიცხავდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


