მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი ლიტურგიის დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიებას წყვეტს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„ევქარისტიული ერთობა ეკლესიებს შორის არ წყდება. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ უკრძალავს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების კლირიკოსებს ჩაატარონ ერთობლივი ღვთისმსახურება“, - განაცხადა პატრიარქ კირილის პრესმდივანმა, მღვდელმა ალექსანდრ ვოლკოვმა.
მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ლიტურგიის დროს აღარ მოიხსენიებს.
საპატრიარქო ლიტურგიის დროს ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებს რამდენიმეჯერ მოიხსენიებენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


