მსოფლიო
რუსეთის მთავრობაში გვითხრეს, რომ რადიოაქტიური ელემენტის რუტენიუმ 106-ის გაჟონვაზე არ იციან - საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუტი
რუსეთში ურალის მთების სამხრეთით რადიოაქტიურმა ელემენტმა რუთენიუმ-106-მა გაჟონა. საფრთხე აღმოაჩინა რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა და ეკოლოგებმა.
განგაში ატყდა თითქმის 2 თვის დაგვიანებით. რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სექტემბერის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში სამხრეთ ურალის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ბეტა-აქტივობის გადამეტება, ასევე აღმოაჩინეს რუთენიუმ-106-ის იზოტოპი. აღნიშნული რადიოაქტიური ელემენტის დაშლის პროდუქტი დაფიქსირდა თათრეთის რესპუბლიკასა და ევროპაში.
რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია როსატომი და მის სტრუქტურაში შემავალი საწარმო „მაიაკი“, რომელიც ჩელიაბინსკის ოლქში მდებარეობს, მათ კავშირს მომხდართან უარყოფენ.
„არანაირი ინციდენტი ან ავარია რუსეთის ფედერაციის ატომური წარმოების ობიექტებში არ მომხდარა“, - უთხრა რია ნოვოსტის როსატომის ხელმძღვანელობამ.
„რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ფედერალური სამსახურის მიერ დასახელებული მონაცემები რუთენიუმ-106-ის იზოტოპის მიერ დაბინძურების შესახებ იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანის მიერ მიღებული შესაძლო დოზა 20 000-ჯერ ნაკლებია წლიურ დასაშვებ დოზაზე და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“, - წერია მაიაკის განცხადებაში.
მანამდე ნოემბრის დასაწყისსი აღმოჩენილ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის ბირთვულმა და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუტმა (IRSN). მისი ინფორმაციით, რადიოაქტიური ღრუბელი ევროპის თავზე გაჩნდა, რაც მიუთითებდა ავარიაზე რუსეთის რომელიმე ბირთვულ ობიექტზე, სავარაუდოდ მდინარე ვოლგასა და ურალის მთებს შორის. IRSN-ის შეფასებით, ატმოსფეროში მოხვედრილი რუთენიუმ-106-ის ოდენობა 100-დან 300-ს ტერაბეკერელამდე მერყეობდა. როგორც ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-მარკ პერესმა როიტერსის რუსულ ბიუროს განუცხადა, რუსეთის მთავრობამ არაფერი არ იცოდა მომხდარის შესახებ.
„რუსეთის მთავრობამ თქვა, რომ მათ ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შესახებ არ იციან“, -თქვა პერესმა და დაამატა, რომ ინსტიტუტი ჯერ არ დაკავშირებია ყაზახეთს, რომლის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე ბირთვულ ობიექტში შესაძლოა, მომხდარიყო გაჟონვა.
IRSN-ის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ავარია საფრანგეთში რომ მომხდარიყო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდებოდა საჭირო.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


