კომენტარი
რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების უკან რუსული პროპაგანდა და პოლიტიკა შეიძლება იყოს-დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსეთის დუმის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის უკან , რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას გულისხმობს, შესაძლებელია რუსული პროპაგანდა იყოს.
„შესაძლებელია ამ ნაბიჯის უკან რუსული პროპაგანდა და რუსული პოლიტიკის ნაწილი იყოს, რომელიც არაკეთილგანწყობილია საკუთარი მეზობლების მიმართ. ეს საქართველოსთან მიმართებაში ნათლად ჩანს, რუსეთს ანექსიური პოლიტიკა, რომელსაც ის აწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა რეალურად რა დასაბუთება იყო ამ გადაწყვეტილების უკან და რა მიზნებს ემსახურება, ამაზე კიდევ შეგვიძლია ვიმსჯელოთ“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მოქალაქეობის მიღება მარტივდება იმ პირებისთვის, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და რუსულ ენას ფლობენ.
დუმაში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, სსრკ-ში დაბადებულ ყველა ადამიანს და მათ შთამომავლებს, რუსული პასპორტის გამარტივებული წესით აღება შეეძლებათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


