კომენტარი
რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დროდადრო ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები და განცხადებები კეთდება - ზურაბ აბაშიძე
რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დროდადრო ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები და განცხადებები კეთდება, რაც მათ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება, ამის დანახვა მარტივია, – ასე ეხმიანება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას.
მარია ზახაროვამ აშშ-ისგან საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ოფიციალური განმარტებები მოითხოვა. ზახაროვამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება“.
როგორც აბაშიძემ ,,პირველ არხთან“ საუბარშიაღნიშნა, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს საკუთრებაა, რომელიც მუშაობს გამჭვირვალობის რეჟიმში და მისი კარი ღიაა უცხოელი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის.
„აღნიშნული ლაბორატორია ჩვენი ქვეყნის საკუთრებაა და ჩვენვე ვაფინანსებთ მის საქმიანობას. არანაირი დახურული ან საიდუმლო ცდები ამ ცენტრში არ მიმდინარეობს, მით უმეტეს ადამიანებზე, რაც სრული აბსურდია. ანალოგიური ლაბორატორიები არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. ლუგარის ლაბორატორია მუშაობს გამჭვირვალობის რეჟიმში, მისი კარი ღიაა უცხოელი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის. სწორედ ლუგარის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო სემინარს მოცემულ ობიექტზე. აღნიშნული ღონისძიება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით იმართება და მასში უსაფრთხოებისა და ბიოლოგიის ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან მონაწილეობენ. საგულისხმოა, რომ სემინარის ორგანიზატორებმა მონაწილეობა შესთავაზეს რუსეთის მხარესაც. სამწუხაროდ, რუსი ექსპერტების ჩართულობაზე სემინარის ორგანიზატორებმა უარი მიიღეს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


