კომენტარი
რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას და საერთაშორისო ნორმებს - მიხეილ ჯანელიძე
რუსეთის ფედერაციის განცხადება, რომ შესაძლოა დაფიქრდეს გააგრძელოს თუ არა ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას და საერთაშორისო ნორმებს, - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის ჟენევის მოლაპარაკების საკითხზე გაკეთებულ განცხადებას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სამართლის და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესს და ხელისუფლება დგამს ყველა ნაბიჯს, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს.
“სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ამ განცხადებით ვხედავთ იგივეს, რომ რუსეთი დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართალს, ნორმებს და პრინციპებს.
საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სამართლის და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების პროცესს. ჩვენი მონაწილეობაც ჟენევის პროცეში ემსახურება კონსტრუქციულ მიდგომებს და საერთაშორისო სამართლის და ნორმების შესაბამისად კონფლიქტის დარეგულირებას”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთი ტენდენციურს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


