მსოფლიო
რუსეთის ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშინგტონმა კიბერთავდასხმით უნდა უპასუხოს - ჯონ მაკკეინი
რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ვაშინგტონმა კიბერთავდასხმით უნდა უპასუხოს. DefenceNews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ წერია მაკკეინის ავტობიოგრაფიულ წიგნში „შეუკავებელი ტალღა“ (The Restless Wave), რომლის გამოშვება 22 მაისისთვისაა დაგეგმილი.
ამერიკელი სენატორის თქმით, „თუკი პუტინს არ ანანებენ მის გადაწყვეტილებას [აშშ-ის არჩევნებში ჩარევას], ის ისევ და ისევ დაუბრუნდება დანაშაულის ადგილს“.
მისი თქმით, ამერიკას უზარმაზარი კიბერშესაძლებლობები აქვს, რომელიც გამოსაყენებელია პუტინისთვის არახელსაყრელი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. მაკკეინმა დაწერა, რომ „დროა, რუსეთთან საინფორმაციო ომში ამერიკა თავდასხმაზე გადავიდეს“.
2016 წლის ოქტომბერში ვაშინგტონმა რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა ამერიკული პარტიების სერვერების გატეხვასა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. კრემლში ამ ბრალდებებს უარყოფენ.
2017 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მიზნით. გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ეს ბრძანება უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


