მსოფლიო
რუსეთი სამხედრო ბიუჯეტს ამცირებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტატიანა შვეცოვას განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 2017 წელს 6%-ით მცირდება.
შვეცოვას თქმით, შემცირება თავდაცვითი უწყების ყველა სფეროს არ შეხებია. კერძოდ, უცვლელი რჩება სამხედრომოსამსახურეების ხელფასები, სამოქალაქო პერსონალის შრომის ანაზღაურება, დაზღვევები, კომპენსაციები და სამხედრო პენსიები.
„2017-2019 წლების ბიუჯეტის მომზადებისას, ფინანსთა სამინისტროს მიერ 2017 წელს ფედერალური ხარჯის შემცირება 6%-ით იქნა გათვალისწინებული. თუმცა, საბიუჯეტო ასიგნირების მოცულობის შემცირება არათანაბრად მოხდა და ყველა სფეროს არ შეხებია“,-აღნიშნა შვეცოვამ.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ხარჯის შემცირება 100 მილიარდ რუბლით მოხდა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიადგილის ინფორმაციით, 2016 წელს უწყებამ უძრავი ქონების გაქირავებასა და არალიკვიდური ქონების გაყიდვით, 41 მილიარდ რუბლზე მეტი გამოიმუშავა.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


