მსოფლიო
რუსეთი ევროკავშირს სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს
რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმირ ჩიჟოვის განცხადებით, მოსკოვი ბრიუსელთან სამხედრო თანამშრომლობისთვის არის მზად.
ამის შესახებ Die Welt წერს.
„ჩვენ ღია ვართ ინტენსიური, ორივე მხარისთვის მომგებიანი დიალოგისთვის, საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებზე. ასევე, მზად ვართ, სამხედრო თანამშრომლობისთვის“,-განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა ევროკავშირის ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა, ასევე მესამე ქვეყნების ოპერაციებში.
მისი თქმით, ადრე რუსეთი ევროკავშირთან სომალიში, ჩადსა და ბალკანეთში თანამშრომლობდა.
„მზად ვართ, სამართლებრივი საფუძვლები განვიხილოთ, მაგალითად, ორმხრივი შეთანხმება. ამგვარი შეთანხმების მიზანი, შესაძლოა გახდეს, სტაბილური და კონსტრუქციული თანამშრომლობა მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებში. ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობა რიგრიგობით შეუძლიათ აიღონ რუსეთმა და ევროკავშირმა, ან შესაძლოა, ოპერაციები გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდეს“,-აღნიშნა ჩიჟოვმა.
ხვალ, 15 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


