მსოფლიო
რუსეთი ამერიკის ნომერ პირველი საშიშროებაა - დებორა ჯეიმსი
ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელის დებორა ჯეიმსის განცხადებით, რუსეთი ამერიკის ნომერ პირველ საშიშროებას წარმოადგენს.
ამის შესახებ ჯეიმსმა Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი ამერიკის ნომერ პირველი საშიშროებაა. ჩვენს წინაშე დგას რიგი საშიშროებები, მაგრამ რუსეთმა, თავისი ბირთვული პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის არსებობას შეუქმნას საფრთხე“,-განაცხადა ჯეიმსმა, წერს BBC-ს რუსული რედაქცია.
ამავი შინაარსის განცხადება, პენტაგონის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმაც გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკამ მომავალში ნატო-თან კავშირის გამყარება უნდა განაგრძოს, რომ „ახალ და ძველს, მაგრამ განახლებულ საშიშიროებას“ შეეწინააღმდეგოს.
„რუსული აგრესია და პროვოკაციები მცდარ ამბიციებსა და უადგილო წყენებზეა დამყარებული. მოსკოვმა იარაღის კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია და ბირთვულ იარაღს აჟღარუნებს“,-განაცხადა კარტერმა.
გასულ კვირას, ამერიკის კონგრესის წარმომადგემლობითმა პალატამ ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა.
2017 წელს ამერიკა თავდაცვაში 602 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შტატებმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის თანხები არ უნდა გამოყონ, სანამ რუსეთი უკრაინის ანექსირებას ახდენს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


