მსოფლიო
რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ ქმედებას რეგიონის მეზობლების მიმართ - რექს ტილერსონი
აშშ-ის სახელწმიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას თავისი მეზობლების წინააღმდეგ, რაც საყურადღებოა ვაშინგტონისა და მისი პარტნიორებისთვის.
„რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ ქმედებას რეგიონის მეზობლების მიმართ საარჩევნო პროცესში ჩარევითა და არადემოკრატიული იდეალების გატარებით. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ვაღიარებთ აქტიურ საფრთხეს ბოლო დროს გამოცოცხლებული რუსეთისგან“, -თქვა ტილერსონმა ვუდრო უილსონის სახელობის კვლევით ცენტრში გამოსვლისას.
ტილერსონის განცხადებით, იზრდება საჭიროება, რომ აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა უპასუხონ შესაძლო თავდასხმას რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვართან ჩატარებული სამხედრო წვრთნების ფონზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია, აირჩიოს ან თვითიზოლაციის, ან თვითგანვითარების გზა.
„რუსეთი ხშირად იყენებს საზიანო ტაქტიკას აშშ-ისა და ევროპის წინააღმდეგ, რომ ერთმანეთს დაგვაშოროს, შეასუსტოს ჩვენი ნდობა და გაანადგუროს ცივი ომის შემდგომ ჩვენი მიერ მიღწეული პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატებები. პოლიტიკის თამაში ენერგიის მიწოდებით, კიბერშეტევების განხორციელებით ან დეზინფორმაციული კამპანიებით თავისუფალი არჩევნების ჩასაშლელად და დიპლომატების პერიოდული დევნა და დაშინება არაა პასუხისმგებელი ერის საქციელი.
რუსეთს შეუძლია, გააგრძელოს საკუთარი თავის იზოლაცია და გაღარიბება საზღვარგარეთ არეულობის მოწყობითა და თავისუფლების შეზღუდვით ქვეყნის შიგნით, ან შეუძლია, გახდეს ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს რუსების თავისუფლებასა და ევრაზიის სტაბილურობას“,-აღნიშნა ტილერსონმა.
მისი თქმით, აშშ და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ სირიაზე და მათი საბოლოო მიზანია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება და ქვეყანაში ხელახალი სამოქალაქო ომის თავიდან აცილება.
ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ნორმალური ურთოერთობა ვერ აღდგება სანამ უკრაინის კონფლიქტი არ დასრულდება, იქამდე შენარჩუნდება საქნციები.
„მოდით, ავხსნი. მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება იქამდე, სანამ რუსეთი არ შეაჩერებს იმ ქმედებებს, რომლებმაც გამოიწვია სანქციების დაწესება.
არასდროს არ დავუბრუნდებით რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებს, სანამ არ მოვაგვარებთ უკრაინის საკითხს“, -დაამატა ტილერსონმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


