კომენტარი
რუსები გვეუბნებიან – არ ჩამოხვალთ, არ დაგველაპარაკებით? მაშინ ჩვენ მოვალთ, ოღონდ ნელ-ნელა და თანაც მავთულხლართებითო - გელა ზედელაშვილი
გაზეთ "ალიას" ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს, რომ მოსკოვში ჩასვლასა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას ალტერნატივა არა აქვს.
მისი მოსაზრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები ნელ-ნელა და მავთულხლართებით, თბილისში მოვლენ.
"...მოდით, ამჯერად დავიჯეროთ, რომ დონალდ ტრამპმა მართლაც შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური სინამდვილე და ჩავთვალოთ, მოგვცეს უფლება, რაღაც საკითხები ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ. მართალია, ე.წ. ოპოზიციას არ აწყობს, ე.წ. პატრიოტები, ანუ „ნაციონალები“ ძალიან ღიზიანდებიან, როცა რუსეთთან დალაპარაკებაზე ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, მაგრამ სხვა გზა დაგვრჩა კი? მე მგონი, არა!
მოდით, ვთქვათ სიმართლე, რაც უფრო გამწვავდება რუსეთთან ურთიერთობა, რაც უფრო სიღრმეში გადმოსწევენ მავთულხლართებს, რაც უფრო მეტი აგრესია წამოვა კრემლიდან, მით მეტი ხეირი ექნებათ გაბოროტებულ „ნაციონალებს“. საკმარისია, სახელისუფლებო წრეებიდან ვინმემ თქვას, რუსეთიდან უფრო მეტი აგრესიაა მოსალოდნელიო, ჩასაფრებული ე.წ. პატრიოტები ნიშნისმოგებით ყვირიან: აბა, რა გეგონათ?!
ქართველ ხალხს არაფერი არ ეგონა, ქართველმა ხალხმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაყიდა საქართველო 2008-ში სააკაშვილის ხროვამ. ქართველმა ხალხმა ასევე ნახა, როგორ გაიქცნენ ისინი წითელი ხიდისკენ და შემდეგ მობრუნებულებმა ომის დამთავრებისთანავე, როგორ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსებს. ამაზე არაერთხელ დავწერე და აღარ მსურს გამეორება!
მე ვეკითხები ყველას: ჩვენ რაიმე ბერკეტი დაგვრჩა კრემლთან დალაპარაკების გარდა? „ნაციონალებსა“ და მათთან გათანაბრებულ პირებს აქვთ მხოლოდ ორი ე.წ. არგუმენტი: პირველი – ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან; მეორე – აზრი არ აქვს რუსებთან დალაპარაკებას, შედეგი მაინც არ იქნება. პირველი ვცადეთ… კი, ბატონო, შედეგი დღემდე ვერ მივიღეთ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან რომ ვითანამშრომლოთ, ეს ხელს არ უშლის კრემლთან დალაპარაკებას.
ძალიან კარგია, რომ მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია და მივილტვით ევროკავშირისკენ, ასევე ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით სრულიად ამოვარდნილი ვართ საერთო კავკასიური პოლიტიკიდან და ამიტომაც ვართ ამ დღეში. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვშორდებით დაკარგულ ტერიტორიებს. ნურავინ შემედავება, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში (ვგულისხმობ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც) იზრდებიან თაობები, რომელთა ცნობიერებაში უკვე იშლება დაკარგული ტერიტორიების ტკივილი.
სოხუმსა და ცხინვალში იზრდებიან გოგო-ბიჭები, რომელთაც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ქართველების სიძულვილი – ასე ასწავლიან და ამიტომ. სამაგიეროდ, დანარჩენ საქართველოში ასწავლიან რუსების სიძულვილს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში აღარ ანსხვავებენ პოლიტიკურ წრეებს, შოვინისტურ პოლიტიკას და ჩვეულებრივ მოსახლეობას!
დღეს საქართველო ორადაა გაყოფილი. საკმარისია, ვინმემ თქვას, მტერთანაც უნდა ვილაპარაკოთო, რომ ეგრევე ნათლავენ მოღალატედ და კრემლის აგენტად. არადა, ამ თემაზე სპეციალურად მუშაობენ მართლა მოღალატეები.
რას გვაძლევს გაბუტვა? არაფერს, პირიქით, უფრო მეტად ვზარალდებით. ვაღიაროთ, რუსები გვეუბნებიან – არ ჩამოხვალთ, არ დაგველაპარაკებით? მაშინ ჩვენ მოვალთ, ოღონდ ნელ-ნელა და თანაც მავთულხლართებითო. ჰოდა, ავირჩიოთ, რომელი უკეთესია, მათი მოსვლა თუ ჩვენი ჩასვლა?!", - წერს ზედელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


