მსოფლიო
რუს ჟურნალისტს ანა კურბატოვას უკრაინის ტერიტორიიდან გააძევებენ - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
რუს ჟურნალისტს ანა კურბატოვას უკრაინის ტერიტორიიდან გააძევებენ.
ამის შესახებ Facebook-ში პირად გვერდზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ დაწერა.
მისი თქმით, ამჟამად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
„რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა, რუსეთში იძულებით იქნება დაბრუნებული. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და მისი სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. ამჟამად, საჭირო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს, რომ მისი გაძევება ოფიციალურად მოხდეს. ასეთი ბედი ელის ყველას, ვინც თავს უფლებას აძლევს უკრაინას შეურაცხყოფა მიაყენოს“,-დაწერა გიტლიანსკაიამ.
რუსული „პირველი არხის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ცენტრიდან მათი კოლეგა ანა კურბატოვა გაიტაცეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


