კომენტარი
როცა პროცესი დახურული ჯგუფის ხელშია, ჩვენ ვიღებთ ასეთ შედეგებს - ანა დოლიძე მიხეილ ჩინჩალაძეზე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა დახურული ჯგუფის საქმიანობის შედეგია, რომლის გამო პროცესი გამჭვირვალე არ არის.
დოლიძემ გაიხსენა პრეზიდენტის შენიშვნა, რომლის მიხედვით, მოსამართლეებმა თვითონ უნდა აირჩიონ თავიანთი თავმჯდომარეები.
„სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო მოსამართლეებს თვითონ აერჩიათ საკუთარი თავმჯდომარეები, რადგან, ერთი კონკრეტული ორგანოს, იუსტიციის საბჭოს ხელში არ ყოფილიყო მთელი სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების საშუალება. სწორედ ამიტომ, თვითონ მოსამართლეებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა მათი ლიდერი.
როცა სისტემურად არასწორადაა შექმნილი ეს პროცესი და არ არის გამჭვირვალე, არ არის დახვეწილი და რაც მთვარია კონცენტრირებულია ერთი, ძალიან მცირე, დახურული ჯგუფის ხელში, ჩვენ ვიღებთ ასეთ შედეგებს“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელშია მოქცეული, რომლებსაც აქვთ საშუალება, „საკუთარი სურვილისამებრ წარმართოს პროცესები“.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


