მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო ქადაგებაში მიგრანტები იოსებსა და მარიამს შეადარა
დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო წირვა გაიმართა.
წელს რომის პაპი ფრანცისკეს საშობაო ქადაგების მთავარი თემა მიგრანტების პრობლემას ეხებოდა.
მან მოუწოდა თავის მრევლს, არ დააიგნოროს მილიონობით მიგრანტი, რომელიც იძულებულია, თავისი მიწა დატოვოს. პონტიფიკოსმა ლტოლვილები იოსებსა და მარიამს შეადარა, რომლებიც ბიბლიის თანახმად, ნაზარეთიდან ბეთლემში წავიდნენ, თუმცა დასარჩენი ადგილი ვერსად ვერ იპოვეს.
რომის პაპის განცხადებით, ბევრი მიგრანტი იძულებულია, გაიქცეს იმ ლიდერებისგან, ვინც „უდანაშაულო სისხლის დაღვრაში პრობლემას ვერ ხედავენ“.
„ჩვენ ვხედავთ მილიონობით ადამიანის გზას, რომლებსაც არ აურჩევიათ წასვლა, მაგრამ ისინი აიძულეს, დატოვონ თავიანთი მიწა, საყვარელი ადამიანები“, - თქვა 81 წლის პონტიფიკოსმა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ თავად არის იტალიელი მიგრანტების შთამომავალი.
1.2 მილიარდი კათოლიკეს წინამძღვარმა განაცხადა, რომ რწმენა ავალდებულებს, კარი გაუღონ უცხოელებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


