უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 იანვარი, 2017 12:40
font-size

რომის პაპმა ეპისკოპოსებს, პედოფილების მიმართ შეუწყნარებლობისკენ მოუწოდა

რომის პაპმა მსოფლიოს ეპისკოპოსებს მიმართა და იმ სასულიერო პირების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა, ვინც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებს.

ამის შესახებ პონტიფიკოსის მიერ ეპისკოპოსებისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ამასთან, რომის პაპი იმ „ცოდვის გამო, რომელიც ეკლესიას არცხვენს“ მიტევებას ითხოვს.

წერილში პონტიფოკოსი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა“მსგავსი სიმხეცე აღარ იყოს“.

„მოდით, საჭირო ზომების მისაღებად გაბედულები ვიყოთ, რომ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე დავიცვათ“,-აღნიშნა რომის პაპმა.

მისივე თქმით, ეკლესია აღიარებს იმ სასულიერო პირების ცოდვებს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობენ.

ცნობისთვის, 2013 წელს პონტიფიკოსად არჩევისთანავე, რომის პაპმა ფრანცისკემ რიგი ნაბიჯები გადადგა, რომ ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები აღმოეფხვრა. მან შესაბამისი მოწოდება, ჯერ კიდევ 2013 წელს გააკეთა.

იგი მაშინ აღიარებდა,რომ ამერიკის, ევროპისა და ავსტრალიის ეპარქიებში ბავშვებზე ძალადობის ფაქტებთან ბრძოლა, ეკლესიის ავტორიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა, მაშინ უფლებადამცველი ორგანიზაციები ფრანსისკეს განცხადება სკეპტიკურად აღიქვეს, და იგი მისი წინამორბედის ბენედიქტე XVI-ს დაპირებებსაც შეადარეს, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს დებდა პირობას, რომ ეკლესიას „სექსუალური ძალადობის ჭუჭყისგან“ გაწმენდდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ბენედიქტეს სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში ადანაშაულებდნენ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი