კომენტარი
რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება - მამუკა ბახტაძე
ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან ყოველთვის მზად არის, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილზე საუბრისას.
„მინდა, შევეხო ამ წერილს. დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება ისიც მეთქვა, გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი ტვ“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.
ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა გიორგი გახარიამაც დაადასტურა და მეც, როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა, დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან ყოველთვის მზად არის, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება იმას, რაც წავიკითხეთ ყველა მედიის მეშვეობით, ამ წერილის შინაარსი გამიჭირდება სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


