კომენტარი
რომ არ ნდომებოდა ბატონ ბიძინას ეს შედეგი, რომელი შედეგიც დაიდო, რა მოხდებოდა? - ემზარ კვიციანი
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ემზარ კვიციანი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.
“რომ არ ნდომებოდა ბატონ ბიძინას ეს შედეგი, რომელი შედეგიც დაიდო, რა მოხდებოდა? ჯერ პირველი, თქვენგან იქნებოდა წარდგენილი აუცილებლად საპრეზიდენტო კანდიდატურა. მაგალითად, კახიშვილი. ტრიუმფით არ გაიმარჯვებდა? მარა არ დააყენა. რატომ არ დააყენა? იმიტომ რომ არ დაანებეს დაყენება.
თქვენ რა, გგონიათ, მართლა რომ მეორე ტურს გაიმარჯვებთ? ეხლა არის დრო, რომ შეგროვდეს მთელი ეროვნული ძალები და გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ. თუ არ შეიკრიბა მთელი ეროვნული ძალები, იცოდეთ, რომ საქართველო დაქცეულია. აი ეს არის მთელი ის უბედურება, რა უბედურებისკენაც ორი წელიწადია მიგყავთ ქვეყანა. რომ არ ნდომებოდა ეს შედეგი მინიმუმ სუს-ის უფროსი გადაყენებული უნდა ყოფილიყო უკვე და ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელმაც რო შედეგი ვერ დადო. რატომ ვერ დადო შედეგი? იმიტომ რომ არ იმუშავა ხალხთან. მაგრამ მე მაინც მჯერა იმისი, რომ არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და არანაირი ხმები არ დათვლილა, დაიწერა სუს-ის მიერ და ეს კიდევ დიდი უბედურებაა. სუს-ი ატარებს არჩევნებს და იმ შუაშია სწორედ. ეხლა რომ ეხვეწებით ხალხს, გამოდიო, ამას არ გეუბნებოდით და ამას არ გთხოვდით, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიტანოთ ერთი სიტყვის - ვალიას მაგივრად ვალდებულია ჩაწერეთ, სავალდებულო გახადეთ ეს არჩევნები და ვერ გააყალბებთ ვერც თქვენ და ვერც მერე ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ”- განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


