მსოფლიო
Rolls-Royce კორუფციული საქმის გამო 809 მილიონ დოლარს გადაიხდის
ცნობილი ბრიტანული ავტოწარმოებელი Rolls-Royce დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიისა და აშშ-ის მარეგულირებლებს 671 მილიონ ფუნტს ( 809 მილიონ დოლარს) გადაუხდის კორუფციული საქმის დასარეგულირებლად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნული თანხიდან 497 მილიონი ფუნტი კომპანია გადაუხდის ბრიტანეთის ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის დეპარტამენტს. 2012 წელს სწორედ ამ უწყებამ წამოიწყო გამოძიება Rolls-Royce-ის შესაძლო თანამშრომლებზე ინდონეზიაში, ჩინეთსა და სხვა განვითარებად ბაზრებზე. 2012 წლის დეკემბერში დეპარტამენტმა სთხოვა კომპანიას, შიდა გამოძიება ჩაეტარებინა კორუფციის გამოსავლენად, რაზეც Rolls-Royce დათანხმდა. კომპანია წერს, რომ მაშინ დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
გარდა ამისა, 141 მილიონი ფუნტი ( 170 მილიონი დოლარი) Rolls-Royce აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გადაუხდის, ხოლო 21,5 მილიონ ფუნტს ( 26 მილიონ დოლარს) - ბრაზილიის მარეგულირებლებს.
ჯამში კომპანია ერთი წლის განმავლობაში სამივე ქვეყანას 293 მილიონი ფუნტს გადაუხდის.
ბრიტანეთისთვის ჯარიმის დაფარვას კომპანია 5 წლის განმავლობაში გეგმავს. ავტომწარმოებელი პირობას დებს, რომ საქმის სხვა დეტალებს წლიურ ანგარიშში გამოქვეყნებს, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდება.
ასევე Rolls-Royce-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმებაზე კომპანია ნებაყოფლობით დათანხმდა. მან დარღვევებში თავისი დანაშაული აღიარა და გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ, გარკვეული მოთხოვნების, მათ შორის ჯარიმების გადახდის დასაკმაყოფილებლად მზად არის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


