კომენტარი
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.
„როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს. მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი. ლევან სანიკიძეზე ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაა. დარწმუნებული ვარ, მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით. „იმედის“ „რუსთავი 2-ის“ „პოსტვისა“ და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური“, არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი და ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფიც სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


