კომენტარი
როგორც ჩანს მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე სჭირდება მტრის ხატის შექმნა - ფიქრია ჩიხრაძე
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე პრეზიდენტის სახით მტრის ხატის შექმნა სჭირდება.
„რთულია ამ დამოკიდებულების ახსნა იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივასა და მოსაზრებაზე ვაწყდებით ყოველთვის აგრესიულ დამოკიდებულებას მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან. ეს ერთი მხრივ, შეიძლება აიხსნას აკვიატებული დამოკიდებულებით პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ, რომელიც არ არის ერთი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი და მეორე, როგორც ჩანს მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე სჭირდება მტრის ხატის შექმნა“, - აცხადებს ჩიხრაძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


