კომენტარი
როგორი ასატანია, პრემიერს უპირისპირდებოდნენ დეპუტატები,რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში - დავით ჭიჭინაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები ე.წ. „ახლები“ ფარულ მოლაპარაკებებს მართავენ.
მისი თქმით, თალაკვაძეს და მდინარაძეს თანამდებობების დაკავების მორალური უფლება არ აქვთ.
„როგორი ასატანია, პრემიერ-მინისტრს უპირისპირდებოდნენ ისეთი დეპუტატები,რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, მათ ადგილას ჯოხებიც რომ დაგვეყენებინა, დეპუტატები გახდებოდნენ და უფრო კარგ ფუნქციას შეასრულებდნენ, დაეყრდნობოდი მაინც, ან ტანსაცმელს ჩამოკიდებდი. ესენი კი მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასულები. ისინი ფარულ მოლაპარაკებებს მართავენ, ქალაქი ძალიან პატარაა და მათი საქმიანობების შესახებ ინფორმაციები ჩვენამდეც აღწევს. სადაც არ უნდა წახვიდე და ვისაც არ უნდა შეხვდე, მაგ ადამიანების მიმართ პოზიტიური განწყობა არავის აქვს. ჩემთვის აღმაშფოთებელია იმ ადამიანის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა 2016-2017 წლის არჩევნებში გამარჯვებაში, ვგულისხმობ გიორგი კვირიკაშვილს. ვფიქრობ მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, მდინარაძეს და თალაკვაძეს, ფრაქციის თავჯდომარე და მისი მოადგილის პოსტი ეკავოთ. თუ მათ კვირიკაშვილი არ მოსწონთ, შეუძლიათ თვიანთი ადგილი ამ ცხოვრებაში დამოუკიდებლად იპოვონ. მახსოვს, ბევრი მათგანი „ნაცმოძრაობასთან“ კარგად ძოვდა და ადგილსაც პოულობდა“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


