უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 თებერვალი, 2017 17:40
font-size

როგორ შეიძლება ვინმესთვის სარწმუნო იყოს, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს დაზღვეული ფოსტა ზეწოლის მიზნით გაუგზავნა-სერგი კაპანაძე

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, როგორ შეიძლება ვინმესთვის სარწმუნო იყოს ვერსია, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს დაზღვეული ფოსტა გაუგზავნა ზეწოლის მიზნით.

ამის შესახებ კაპანაძემ პროკურატურის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმეზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმესთვის იყოს სარწმუნო ვერსია, რომ ზეწოლის მიზნით, ერთმა ადამიანმა მეორეს დაზღვეული ფოსტა გაუგზავნა და მერე მიწერა მესიჯი და უთხრა, ხომ მიიღეო ფოსტაო. იმდენად აბსურდია და იმდენად არასერიოზულია ეს ამბავი, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მართლა ვინმემ აღიქვას სერიოზულად. კიდევ ერთი რამე არის საინტერესო თვითონ იმ განცხადებაში, რომელიც მოსამართლეებმა დაწერეს და შემდეგ პროკურატურას მიმართეს. თვითონ წერენ, რომ ეს გავს პროვოკაციას მათ წინააღმდეგ და იქ არ არის დადასტურებულ ფაქტად, რომ ისინი მართლაც ზეწოლას განიცდიდნენ კონკრეტული ადამიანებისგან“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მთავარმა პროკურატურამ , საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაასახელა ის პირი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლას ახდენდა.

როგორც უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი