კომენტარი
როგორ ხდება, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება, ვის უნდა ვკითხოთ, კოპერფილდს თუ ვადაჭკორიას - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის თბილსიდან გაუჩინარების საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრისას გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. მე მინდა გითხრათ, რომ მეც, სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები, ვინც ვართ, კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ იმ ფაქტთან მიმართებაში, რაც თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება. ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს, რომ ის ბრალდებები, რომელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იქნას ადეკვატურად პასუხგაცემული, როგორც ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მოქალაქეებთან პასუხის გაცემაა, ასევე ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ გაკეთებული განმარტებები მისთვის გაუგებარია.
"სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი, ბაქოში აღმოჩნდა და მთელი საზოგადოება ბავშვს რომ ფოკკუსს აჩვენებენ, ასე ვსხედვართ და უნდა მოვიფიქროთ, რომ როგორ ხდება ასეთი რამე, რომ ადამიანი ა პუნქტში ქრება და ბ პუნქტში ჩნდება. არ ვიცი ვის უნდა ვკითხო, კოპერფილდს, ვადაჭკორიას, ვის უნდა ვკითხოთ რანაირად შეიძლება მოხდეს ა პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და ბ პუნქტში გაჩენა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


