უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 ივნისი, 2020 14:45
font-size

როდესაც ქვეყანას უჭირს, სავსებით ადეკვატურია, რომ ჩვენ ქამრები შემოვიჭირეთ - ნათია თურნავა

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად შემუშავდა, სრულადაა მორგებული ჩვენს ანტიკრიზისულ საჭიროებებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი სრულად მოიცავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული.
მისი თქმით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ოდენობის რესურსის მობილიზება შევძელით ბიუჯეტში იმისთვის, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები სრულად დაფინანსდეს. საუბარია 5 მილიარდ 600 მლნ ლარზე მეტ რესურსზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ოდენობას, რომელიც ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახა.

„ეკონომია არის უდიდესი - საუბარია 600 მლნ ლარზე და მეტზე. მათ შორის, შრომის ანაზღაურების მუხლში - მინუს 60 მილიონი ლარი - ეს თანხა საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები. თუმცა მარტო ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი ასეთი გლობალური გამოწვევის დასაძლევად. დაფინანსება ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იქნა მობილიზებული, რაც აისახა კიდეც ბიუჯეტში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი