მსოფლიო
რობერტ ქოჩარიანი ისევ დააკავეს
სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაკავებულია.
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება.
ცნობისთვის, ქოჩარიანი მიმდინარე წლის ივლისში დააპატიმრეს, თუმცა აგვისტოში სააპელაციო სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მოგვიანებით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შემდეგ, საქმე განსახილველად ისევ სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა.
სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს პროკურატურა 2008 წლის მარტში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ბრალდებას უყენებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


