უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2018 17:40
font-size

რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს - ზაალ ანჯაფარიძე

„არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციის მხრიდან აქცენტის გადატანა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ამით თუ შეძლებენ „რევოლუციური სცენარისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრამდე საჯარო სივრცეში უკვე იმდენი დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ბინძური პოლიტტექნოლოგიების ინსტრუმენტები და მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მუქარა დაგროვდა, რომ ეს არჩევნები ამ კუთხით, თამამად შეიძლება რეკორდსმენად ჩაითვალოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად, უმთავრესი პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის საოლქო და საუბნო კომისიებს ეკისრებათ. ბუნებრივია რომ 28 ნოემბერს სწორედ ცესკო იქნება მომეტებული ყურადღების, მათ შორის არაჯანსაღი ყურადღების და შესაძლოა, დარტყმის ობიექტი”,- განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის აზრით, პირველ ტურში არსებული მცირე ხარვეზების მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს მუშაობა ძირითადად დადებითად შეაფასეს.

„არავინ დავობს, რომ უკიდურესად დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, ხელი ოპოზიციამ, კერძოდ კი „ნაცმოძრაობამ“ და მის ირგვლივ დაჯგუფებულმა წვრილმა პარტიებმა და პერსონებმა შეუწყვეს, ამ არჩევნბზე აქა იქ იფეთქეს ძალადობის აქტებმა, რაც ნამდვილად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეაგირება დარღვევებზე მყისიერი იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია, რეაგირება სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის შესახებ, რომლის შემდეგ მათ თავდაპირველი შეტევითი ტაქტიკიდან გადახვევა და უკან დახევა მოუწიათ“ - აღნიშნა ზაალ ანაჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ რამდენად ჯდება ცივილური საარჩევნო პროცესის ფარგლებში, არჩევნების წინა დღეს ის, რომ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფაქტობრივმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ღიად, საჯარო ვიდეომიმართვის სახით დაანონსა საპროტესტო აქციები და გადატრიალებისკენ მოწოდება, თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამარცხდება.

ანალიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების და სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რათა ყველაზე უფრო სკეპტიკურმა და მიკერძოებულმა დამკვირვებელმაც ვერ შეძლოს რაიმე კრიტიკულის დაწერა.

„ხელისუფლებამ უფრო ინტენსიური კონტაქტი უნდა დაამყაროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმვ რეჟმში მიაწოდოს ინფორმაცია. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროვოკაციების აღკვეთა და საუკეთესო შემთხვევაში მათი პრევენცია. თუმცა, პროვოკაციების ალბათობა სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძეს.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი