კომენტარი
რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრს ახსენებს, რომ მან ევროსასამართლოდან მკაცრი გზავნილი მიიღო
რესპუბლიბლიკური პარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახსენებს, რომ მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ, რუსთვი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მკაცრი გზავნილი მიიღო.
ამის შესახებ პარტიის მიერ გაკთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებით, ევროსასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით ჩვენს ქვეყანაში ყველამ ერთად დავიცავით მედია პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი. ამ პროცესმა დაადასტურა, რომ სწორედ ხელისუფლების თვითნებობისგან დაგვიცვა თითოეული ჩვენგანი ევროპამ.
საქმე, რომელიც იხილება სტრასბურგში ეს არის საქმე სახელმწიფოს, დიახ , საქართველოს წინააღმდეგ, რაც არის სტანდარტი ნებსიმიერი დავისას ევროსასამართლოში. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება შეგნებულად ეფარება, არის ტყუილი და მანიპულაცია.
„რესპუბლიკელები“ ვალდებულნი ვართ, შევახსენოთ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ძალზე მკაცრი გზავნილი მიიღო ევროპარლამენტარებისგან, პარლამენტის სპიკერს და მის უმრავლესობას, რომლებიც ავრცელებენ ამ ტყუილს, რაც ცალსახად არის ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, შეგნებულად ნუ დაამატებთ უკვე დაშვებულ შეცდომებს კიდევ უფრო დიდ შეცდომას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შედეგზე თქვენ, ხელისუფლება, ხართ პასუხისმგებელი.
როგორც ევროპის საბჭო, ისე ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების გარდაუვალი არჩევანი. ამ პროცესებმა დაადასტურა, რომ ევროპა ჩვენი პარტნიორია დეკლარირებულად და საქმითაც. თითოეული ჩვენგანის სვლა ევროატლანტიკური არჩევანისკენ არის შეუქცევადი და ვერც ერთი ხელისუფლება ამ არჩევანს ვერ წაგვართმევს, აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი მართვისას დაშვებული შეცდომებითა თუ შეგნებული მანიპულაციებით.
სტრასბურგის სასამართლო არის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და მას შეიძლება მიმართოს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქემ ინდივიდუალურად, ეს რიცხვი 800 მილიონს უტოლდება. ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს ხელისუფლებას, და შესაბამისად, საკუთარი უფლებების დაცვისას მოქალაქე სტრასბურგში სწორედ რომ ხელისუფლებას ედავება. ამიტომ, ნებისმიერი ხაზგასმა, რომლითაც ვლიდენა მცდელობა, რომ მოქალაქეებს აუბნიონ თავგზა და აჩვენონ, თითქოს, რუსთავი 2 ებრძვის სახელმწიფოს, არის მანიპულაცია და არაკეთილსინდისიერი საქციელი, ასევე, აპელირება იმაზე, რომ ეს არის ორ კერძო პირს შორის დავა, ესეც არის უპასუხისმგებლო განცხადება, რადგან ამ პროცესში, უკვე ოფიციალურად, მხარე არის სახელმწიფო, საქართველოს მოქმედი მთავრობის სახით.
რესპუბლიკელები, ისევ დაუღალავად გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და როგორც ევროპის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უსამართლო პროცესზე შედეგიანად ვითანამშრომლეთ ევროპელ პარტნიორებთან, ასევე შედეგიანად დასრულდება თანამშრომლობა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვინდა როგორც სამართლიანი სასამართლო, ასევე, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“,-ნათქვამია რეპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


