კომენტარი
რეგულაცია საჭიროა, რათა განვსაზღვროთ როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად - ბექა ნაცვლიშვილი
პარლამენტში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვისას ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების" მდივანი ბექა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სინი უცხოელებზე მიწის გადაცემის შეზღუდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას არათუ მხარს უჭერენ, შეზღუდვა უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანა ყველანაირი რისკებისგან იყოს დაცული. სწორედ ამიტომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა, რათა შემდგომში ნეოლიბერალური ან რადიკალური ლიბერალური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი დაცული იყოს.
„მსოფლიო ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვიცით რამდენად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რამდენად მცირდება ათვისებადი მიწის რაოდენობა და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ რაღაც კულტურებზე, შემდგომში შეიქმნას დეფიციტი, რისგანაც ჩვენ დაზღვეული უნდა ვიყოთ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ჯანმრთელი საკვებით ვუზრუნველყოთ, ჩვენ არ გვინდა ჩვენი მოსახლეობის გენმოდიფიცირებული საკვებით გამოკვება. ამიტომ, მიწის საკითხი დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა სასურსათო უსაფრთხოებასთან“ - აცხადებს ნაცვლიშვილი, რომლის აზრით, ტრაგედიაა როდესაც ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია: „ითქვა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მიწა, როგორც საბაზრო პროდუქტი, გაცვალოს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. სწორედ ეს არის ტრაგედია, რომ ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია. სწორედ ეს არის ბოროტება, რომ ადამიანი შეიძლება დადგეს გადაწყვეტილების წინაშე გაასხვისოს მიწა და გაიკეთოს ოპერაცია თუ გაასხვისოს მიწა და შვილს განათლება მიაღებინოს“ - აცხადებს ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების" მდივანი და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საუბარი უნდა იყოს არა უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე, არამედ მიწის რაციონალურად განკარგვაზე. მით უმეტეს, ქვეყანას ჯერჯერობით არც მიწა აქვს აღრიცხული, არც ბალანსი დადგენილი და ზოგადად, არ იცის რა ტიპის მიწა გააჩნია. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 47% სოფლად ცხოვრობს და არსებული მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, აუცილებელია განსაზღვრა, რომელმა ეკონომიკურმა სექტორმა მოახდინოს ამ სამუშაო ძალის აბზორბაცია:
„ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რეგულაცია საჭიროა იმიტომ რომ განვსაზღვროთ როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ეს მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად. უნდა გავაკეთოთ კოოპერატივები და შესაბამისად, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფეტიში გვაქვს, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა ახდენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზანმიმართულ განაწილებას, მივიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არა მიწის გაყიდვაში, არამედ გადამამუშავებელ მრეწველობაში. ვინაიდან, გადამუშავებული პროდუქტი გაცილებით მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელია და არა უბრალოდ რომელიმე კულტურის მოყვანა.
მიწა არის განსაკთრებული მნიშვნელობის რესურსი, არამარტო იმიტომ რომ ამოწურვადია, არამედ იმიტომ რომ ის ჩვენ დაგვხვდა. ის არ არის რომელიმე ადამიანის შემოქმედების შედეგი, ის არ ექვემდებარება არც ტექნოლოგიურ მოდიფიკაციას. შესაბამისად, მიწის ფლობა, უპირველეს ყოვლისა, არ არის ინდივიდის უფლება, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს განსაკთრებული რეგულირების გარეშე, ამ პასუხისმგებლობას ვერცერთი ინდივიდი ვერ განახორციელებს. მიწას სწორედ ამიტომ ესაჭიროება განსაკუთრებული რეგულირება“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


