კომენტარი
რეგიონულ არხებს ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს-ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტის საპარლამენტი მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეგიონულ არხებს ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს. ამის შესახებ მან პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას აღნიშნა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელი და განსაკუთრებით რეგიონული მედიასაშაულებების ხელმძღვანელები კონკრეტულ მაგალითებს ყვებოდნენ, როგორ წაართმევს მათ ეს რეგულაციები რეკლამას. ყველა ერთხმად ამბობს ერთსა და იმავეს. ეს გამოიწვევს იმას, რომ რეგიონულ არხებს ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ - ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს ბევრ მათგანს. მე თავად ვიყავი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში ცოტა ხნის წინ და როდესაც დავამთავრე ინტერვიუ და დავემშვიდობე იქ მომუშავე ადამიანებს, მათ მითხრეს, რომ თუ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად, სამწუხაროდ, ეს თქვენი ბოლო ინტერვიუ იქნება ჩვენთანო. მე ნამდვილად არ მინდა, ის ჩემი ბოლო ინტერვიუ იყოს, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს არ შეიძლება უნდოდეს რეგიონული არხების დასუსტება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა პარლამენტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ის არგუმენტები გააცნო, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და "შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს განსახილველად დაუბრუნა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


