კომენტარი
რეფორმები, რომლებზეც მინისტრმა ისაუბრა, არის სასიცოცხცლო მნიშვნელობის ძალოვანი სტრუქტურების გასაჯანსაღებლად - ოთარ დანელია
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ რეფორმები, რომლებზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა, ძალოვანი სტრუქტურების გასაჯანსაღებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დანელიას თქმითვე, საპოლიციო კონტროლი, რომელიც გუშინ თბილისსა და რეგიონებში დაიწყო, პრევენციულ ხასიათს ატარებს.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ექნება, თუმცა, მისი თქმით, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.
„არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მინისტრის ძალიან რეფორმატული და ძალიან პროაქტიული მიდგომები. ჩვენ ძალიან საინტერესო პროგრამა მოვისმინეთ. რა თქმა უნდ, საპოლიციო კონტროლი ამ პროგრამის ნაწილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, არის ის რომ ეს არის პერევენციული ღონისძიებები, რასაც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. ეს არის ძალიან პოზიტიური მოვლენა. ის რეფორმები, რომლებზეც მინისტრმა ისაუბრა, არის სასიცოცხცლო მნიშვნელობის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების გასაჯანსაღებლად. მე აბსოლუტრად დარწმუნებული ვარ, რომ არანირ გადაცდომას ადგილი არ ექნება და თუ იქნება, რა თქმა უნდა მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დანელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


