კომენტარი
რეფორმები ისეთი ნელი ტემპებით არ უნდა სრულდებოდეს, როგორითაც დღეს მიდის - სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ის რეფორმები, რომელთა განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული ქვეყენას ასოცირების ხელშეკრულებით, ისეთი ნელი ტემპებით არ უნდა სრულდებოდეს, როგორითაც ის დღეს მიდის.
ამის შესახებ კაპანაძემ მედიას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 24 ნოემბრის სამიტის განხილვის ფარგლებში განუცხადა, რომელსაც მესამე სექტორისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება.
„ის რეფორმები, რომლის ვალდებულება ჩვენ ავიღეთ ასოცირებით და ღრმა და ყოვლის შემცვლელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, უნდა იყოს შესრულებული, მათ შორის წინმსწრებად შესრულებული და არა ისეთი ნელი ტემპებით, როგორითაც დღეს მიდის.
ასევე სხვა ტიპის კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს. მათ შორის ისეთი კითხვები, როგორიც არის: რატომ უქმდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც ახორციელებდა მეტ-ნაკლებად ეფექტურ კოორდინირებას.
ასევე, რატომ არიან საქართველოში, მათ შორის სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკური პატიმრები.
ასეთი ტიპის კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. გააქტიურებული უნდა იყოს ძალისხმევა, რომ ევროპაში ის სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც ჩვენი წინააღმდეგი არიან, გადავარწმუნოთ“,-განმარტა კაპანაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


