მსოფლიო
რეჯიფ ტაიფ ერდოღანი საბერძნეთთან საზღვრების გადახედვას ითხოვს - გადაუჭრელი პრობლემები თურქეთსა და საბერძნეთს შორის
ბოლო 65 წლის განმავლობაში პირველად თურქეთის პრეზიდენტი ეწვია საბერძნეთს.
რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა ოფიციალური შეხვედრის დროს განუცხადა მის ბერძენ კოლეგას პროკოპის პავლოპულოსს, რომ 1923 წლის ლოზანის საზავო შეთანხმება, რომელმაც დაამტკიცა საზღვარი ორ ქვეყანას შორის, უსამართლოდ გამოიყენება.
პავლოპულოსმა გამორიცხა ამ ხელშეკრულებაში რამე ცვლილების შეტანა.
თურქეთი და საბერძნეთი 1950-იანი წლებიდან ნატოს წევრები არიან, თუმცა მათ შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია.
ორ ქვეყანას შორის დავის საგანს ეგეოსის ზღვაზე მდებარე უკაცრიელი კუნძულები წარმოადგენს. ამის გამო 1996 წელს თურქეთსა და საბერძნეთს შორის კინაღამ ომი დაიწყო.
ორივე ქვეყანამ ვერ მიაღწია შეთანხმებას კვიპროსის გაყოფის საკითხზე - 1974 წელს თურქეთი შეიჭრა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ათენის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალების საპასუხოდ.
თურქული მხარის მტკიცებით, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები თურქული წარმოშობის მაჰმადიანური უმცირესობის უფლებებს არ იცავენ. ერდოღანის თქმით, მათ არ აქვთ უფლება, თვითონ აირჩიონ მუფტი, რადგან მას ნიშნავს საბერძნეთის ცენტრალური ხელისუფლება.
თურქეთის მთავრობა ასევე უკმაყოფილოა საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადწყვეტილებით, რომელმაც დაბლოკა 8 თურქი სამხედროს გადაცემა ანკარისთის. ისინი საბერძნეთში გაიქცნენ 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ერდოღანი მათ გადაცემას ითხოვს.
საბერძნეთი თავის მხრივ წუხს, რომ თურქეთი რეგულარულად არღვევს მის საჰაერო და სამხედრო-საზღვაო სივრცეს.
დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო, როცა საბერძნეთმა მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება ოსმალეთის იმპერიისგან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


