კომენტარი
რაც უფრო რთულია მეზობელი, დიალოგის აუცილებლობა მაშინ უფრო დგება - ზურაბ აბაშიძე
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა.
როგორც აბაშიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ბოლო წლებში ე.წ. პრაღის ფორმატმა შედეგი გამოიღო და გარკვეული მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება.
„რაც უფრო რთულია მეზობელი, დიალოგის აუცილებლობა მაშინ უფრო დგება. ამ თვალსაზრისით NATO-ს გენერალურ მდივანს დავესესხები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი რთულია და სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთთან დიალოგი, ჩვენს შემთხვევაშიც ნამდვილად ესეა. ე.წ. პრაღის ფორმატი 2012 წლის ბოლოს ჩამოვაყალიბეთ და მისი უმთავრესი ამოცანა იყო და რჩება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა, სატრანსპორტო კომუნიკაციები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები, ეს არის ჩვენი დღის წესრგი, ეს საკიტხები რცება განხილვის მთავარ საგნად და ეს ძალიან დიდი სფეროებია.
როდესაც ჩვენ ამ დიალოგს შევუდეგით, მაშინ ნულის დონეზე იყო ჩვენი ექსპორტი, რუსეთიდან კი ყველაფერი შემოდიოდა, არანაირი შეზღუდვა არ იყო იმპორტის თვალსაზრისით, საქართველოდან არაფერი გადიოდა, ნული თითქმის. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო დაგვებალანსებინა ეს საკითხი, ამ თვალსაზრისით ელემენტარული სამართლიანობა აღვედგინა და ახლა ჩვენი ექსპორტი დაახლოებით, 250 მილიონია და იმედია, წლის ბოლოსთვის 300 მილიონს მიაღწევს“, -აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


