კომენტარი
რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ, მით იქნება უკეთესი - გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა ხდება „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ.
„რაც მეტი იქნება ჩანაწერი და რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ, რომელსაც „ომეგაში“ თვითონ „ომეგას“ გარშემო ადამიანები ეწეოდნენ, იქნება უკეთესი, რასაკვირველია,“ - განაცხადა დეპუტატმა.
„რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ისევ ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.
აღნიშნულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაში „კურიერი“ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ საუბრობს, ირკვევა, რომ ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდა.
ამ ჩანაწერში ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან ორი ყოფილი მინისტრისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის 3 მანქანის გადაფორმებას ითხოვს.
ყიფიანი აღნიშნულ მოთხოვნას ხსნის ფინანსური ვალდებულებებით, რომლებსაც ის ვერ გაექცევა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


