კომენტარი
რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, შორენა თეთრუაშვილი ამ საქმეში დაზარალებულია - გიორგი ფანცულაია
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზმა პროკურატურას 30-გვერდიანი ჩვენება მისცა და აბსურდია ბრალდების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს.
”პროკურატურა აცხადებს, თითქოს კრიტიკული კითხვები როცა დასვეს, მაშინ განაცხადა უარი დეკანოზმა დაკითხვაზე. ვაცხადებ, რომ დაკითხვის ოთახში მამაო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საერთოდ არ მისულა. რომელ კრიტიკულ კითხვებზეა საუბარი? თუკი ასეთი კითხვები დაისვა, პროკურატურამ გამოაქვეყნოს ოქმი, სადაც ეს იქნება ასახული. მინდა გამოვეხმაურო ბრალდებებს, თითქოს დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს. მას შემდეგ, რაც ბრალდებამ მიიღო 30 გვერდიანი ჩვენება, განა გაუჩნდა დამატებითი კითხვები? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს არ გავურბივართ, უბრალოდ ეს კითხვები მოითხოვს მის უსაფრთხოებას. ჩვენებაშიც იყო საკითხები, რომელიც ასევე მისი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ფანცულაიამ.
რაც შეეხება კითხვას, არიან თუ არა იქ ნახსენები მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი მამალაძის უკვე მიცემულ ჩვენებაში, ადვოკატის თქმით, ისინი ყველგან დადებით კონტექსტში არიან ნახსენები.
” რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილიც რომ შეენარჩუნებინა და ჩვენებაში მასზე საერთოდ არ ესაუბრა, თეთრუაშვილი მაინც უნდა დაიკითხოს იმიტომ, რომ ის დაზარალებულია”, - განაცხადა ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


