კომენტარი
რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ?! - კახა კალაძე
მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?! - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ “TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვისას და აღნიშნულით მერის თანამდებობაზე მისი მეტოქის ალეკო ელისაშვილის შესაბამის შეთავაზებას უპასუხა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან.
„მერობის 7 ოპოზიციური კანდიდატია, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ?! ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან?!
არსებობს ფორმატი, რომლის შემოთავაზებაც გაკეთებული აქვთ ტელევიზიებს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დებატებში. არც ერთ დებატს არ გავქცევივართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მზად არის ნებისმიერ არხზე სახელისუფლებო გუნდის კანდიდატთან დებატებზე, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


