მსოფლიო
რატომ მოხვდა „ფილიპ მორისის“ საქმე ამერიკელი კონგრესმენის რეზოლუციაში
აშშ- ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი სტივ რასელი საქართველოს მთავრობას უსამართლო ბიზნესგარემოს შექნაში ადანაშაულებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს ქართველი მინისტრებისთვის ვიზების გაუქმებას, საბანკო ანგარიშების გაყინვას და შტატებში შესვლის აკრძალვას.
რადიკალური ზომების მიღებას, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, კონგრესმენი 3 კონკრეტული შემთხვევის გამო ითხოვს. მათ შორის აქცენტს აკეთებს კომპანია ,,ფილიპ მორისს“ და მასთან დაკავშირებული სასამართლო დავის შესახებ.
მედიისთვის ცნობილია, რომ დავა " საქართველოს თამბაქოსა " და " ფილიპ მორისს" შორის მეორე ინსტანციის სასამართლოში „ფილიპ მორისის“ სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილი.
რა საქმეზე ადანაშაულებს კონგრესმენი საქართველოს მთავრობას და რას მიიჩნევს ბიზნესის და კერძოდ "ფილიპ მორისის" შევიწროებად, ამ მაგალითით გაუგებარია.
“მედიანიუსი” საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ,,ფილიპ მორისის“ წარმომადგენლობის პოზიციით დაინტერესდა.
როგორც ამერიკული კომპანიის ,,ფილიპ მორისის“ წარმომადგენელმა, ნონა მამულაშვილმა “მედიანიუსს” განუცხადა, ის კონგრესმენ რასელის რეზოლუციას არ გაცნობია.
,,სამწუხაროდ, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაზე გავაკეთო კომენტარი? რასელის რეზოლუციას არ გავცნობილვარ. საფრანგეთში ვარ. საქართველოში რა ხდება არ ვიცი. სანამ არ დავბრუნდები საქართველოში, ვერაფერს გეტყვით. ჩვენი წარმომადგენლობიდან ვერავინ გააკეთებს კომენტარს. ყველა შვებულებაშია.” - აღნიშნა მამულაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


