მსოფლიო
რამზან კადიროვს ფეისბუკი და ინსტაგრამი დაუბლოკეს აშშ-ის სანქციების გამო
ჩეჩნეთის პირველ პირს, რამზან კადიროვს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ( ეს სოციალური ქსელი ეკუთვნის კომპანია ფეისბუკს) ანგარიშები დაუბლოკეს. ისინი მიუწვდომელია 23 დეკემბრიდან. მარტო ინსტაგრამზე მას 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
„მედიალოგიის“ რეიტინგის მიხედვით, მედიაში ყველაზე ციტირებად პოლიტიკოს-ბლოგერებს შორის კადიროვი პირველ ადგილს იკავებს.
ფეისბუკის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვა უკავშირდება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სანქციებს.
კადიროვი წინა კვირას „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს.
„ჩვენთვის გახდა ცნობილი და ვადასტურებთ, რომ ანგარიშები ეკუთვნოდა პირს, რომელიც იმ განსაკუთრებულ მოქალაქეთა კატეგორიაში ირიცხება, რომლებზეც ვრცელდება აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები. ამის გამო ფეისბუკს აქვს იურიდიული ვალდებულებები, გააუქმოს ამ პირის ანგარიში“, -უთხრეს ბიბისის რუსულ სამსახურს სოციალური ქსელის პრესსამსახურში.
თვითონ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოეხმაურა ამ ფაქტს. მისი თქმით, მას დიდი ხანია სურდა ამ სოციალური ქსელების დატოვება, თუმცა ერიდებოდა გამომწერებსა და მეგობრებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


