მსოფლიო
რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მოქალაქეობის შემოთავაზება მივიღე - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.
როგორც სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, იგი უკრაინაში ოლიგარქების წინააღმდეგ ომში ჩაებმევა და ბარიგების მხარეს არ დადგება.
„როგორც იცით, 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება გადავწყვიტე. ბევრი მირჩევს, რომ ეს არ გავაკეთო. რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან, მოქალაქეობის შემოთავაზება მივიღე. საქმისა და შემოსავლის გარეშე აქაც არ დავრჩები.
ძალიან კარგად მახსოვს, თავის დროზე, პუტინის ბრძანებით, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რათა ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩავრთულიყავი. ზუსტად ასე, პოროშენკომ გასცა თავისი ბრძანებულება, უკრაინისკენ გზა ჩამიკეტა და პუტინის მოფიქრებული ბრძანებით, საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება.
ამავდროულად, უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს. მიმდინარე კვირას ახმეტოვმა ენერგეტიკა ჩაიგდო ხელში, რაც იმას ნიშნავს,რომ შემოდგომიდან უკრაინელები ახმეტოვსა და პოროშენკოს ჯიბეში მეტ ფულს ჩადებენ. ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სიტნიკოვმა, ახლახან განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ყველა საქმე დეპუტატების, პოროშენკოს გარემოცვის, ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოების მიერ სრულიად არის ბლოკირებული.
ამის შორიდან ყურებას კი არ ვაპირებ. რა შანსებიც არ უნდა იყოს, მე წავალ ამ ომში, მე დავპირდი უკრაინელებს, რომ ვიქნებოდი მათ მხარეს, მე მაინც არ დავდექი ბარიგების მხარეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არაერთხელ შემომთავაზეს. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას. უკრაინა ევროპის უდიდესი დერჟავა გახდება. უკრაინელები შეძლებენ ნორმალურად ცხოვრებას. ასე რომ, თქვენი დიდი იმედი მაქვს. შეიძლება დაგვიჭირონ, დაგვაპატიმრონ, ან სხვა რამე გვიქნან, მაგრამ თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ვერაფერს დაგვიშავებენ. შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, მე იმედს არ გაგიცრუებთ. დროებით, შევხვდებით პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


